ქართული კალიგრაფიის ტრენინგ კურსი მასწავლებლებისათვის!
საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის მიერ, სპეციალურად პედაგოგებისთვის შემუშავებულ ტრენინგ კურსზე მასწავლებლები აღმოაჩენენ, რომ მიღებული ცოდნა დაეხმარებათ მეტი შემოქმედებითობით მიაღწიონ ეროვნული სასწავლო გეგმისა და საგნობრივი სტანდარტების მიხედვით დასახულ მიზნებს.
სწავლა-სწავლების თავგადასავლად ქცევა ჩვენთვის მთავარი გამოწვევაა. კალიგრაფიის ხელოვნებასთან ერთად მართლაც თავგადასავალია ასწავლო არაერთი საგანი: ქართული, ისტორია, ხელოვნება, სამოქალაქო განათლება, ბუნებისმეტყველება და ამასთან ერთად გქონდეს შესაძლებლობა თავადაც გააზიარო უნიკალური ცოდნა.
ონლაინ ტრენინგ კურსის დასასრულს გაიცემა სერტიფიკატი!
ტრენინგ კურსში მონაწილეობის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე –
- ჩატარების ფორმატი – ონლაინ Google Meets – ის პლატფორმა
- ონლაინ ტრენინგ კურსის დაწყების სავარაუდო თარიღი – 19 იანვარი (ორშაბათი) გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორი დღე, ორშაბათს და ოთხშაბათს.
- დაწყების დრო – 21:00
- ონლაინ ტრენინგ კურსის ხანგრძლივობა – 2 საგაკვეთილო საათი
- კურსი მოიცავს – 7 ონლაინ შეხვედრას და ერთ პრაქტიკულ გაკვეთილს (მის. საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია, არჩილ ჯორჯაძის 5ა, თბილისი, საქართველო)
სერტიფიკატის აღების წინაპირობა, სასწავლო რესურსის მომზადებაა.
კურსს გაუძღვება – ნესტან ბაგაური – საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის დირექტორი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო და საგამოფენო პროგრამების ხელმძღვანელი, ისტორიკოსი.
კურსის სრული ღირებულება 150 ლარი, რომელიც მოიცავს:
- 7 ონლაინ შეხვედრას;
- ერთ პრაქტიკულ გაკვეთილს;
- თქვენს მიერ სასწავლო რესურსის შექმნისთვის საჭირო ტექსტუალურ და ვიზუალურ მასალას;
- კალიგრაფიული ხელსაწყოების ინდივიდუალურ ნაკრებს (გადმოგეცემათ კურსის დასრულების შემდეგ).