
- მასწავლებლები და ჯგუფები:
- ხუთშაბათი 21:00 (მასწავლებელი: ნესტან ბაგაური)
- კვირა 13:00 (მასწავლებელი: ანა მჭედლიძე)
- გაკვეთილების ფორმატი: ონლაინ, Google Meet-ის პლათფორმით
- გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1:30 საათი (საათნახევარი), გაკვეთილები ტარდება კვირაში ერთხელ.
- კურსის ხანგრძლივობა: მინიმუმ სამი თვე. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია გაგრძელება.
- წინაპირობები: კურსი გათვლილია საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ დაინტერესებულ პირებზე, რომლებიც საუბრობენ ქართულ ენაზე.
- ღირებულება: თვეში 90 ₾. სამი თვის ერთიანად გადახდის შემთხვევაში – 250 ₾.
სასწავლო პროგრამა მოიცავს
- ქართული კალიგრაფიის ისტორიას, გამორჩეული ხელნაწერებისა და კალიგრაფების თავგადასავლებს
- ქართული დამწერლობის სახეობებს
- ქართულ თანამედროვე კალიგრაფიულ მიმდინარეობებს
- კომპოზიციის სწორად აგებას
- ხელნაწერის ორნამენტებით შემკობას, ასოთა გაფორმებას
- კალიგრაფიული სუვენირების, ღია ბარათების, სანიშნის, მისალოცი ბარათების და სხვ. შექმნას