Skip to content

კალიგრაფიის ტრენინგკურსი ემიგრანტი მასწავლებლებისათვის

  • თუ ცხოვრობთ უცხოეთში
  • თუ საკვირაო სკოლაში ან კულტურის ცენტრში ასწავლი;
  • თუ გსურს, შვილს შეაყვარო ქართული ანბანი სამშობლოდან შორს…

მაშინ დარეგისტრირდით და შემიგვიერთდი კალიგრაფიის ონლაინტრენინგკურსზე!

უცხოეთში არსებულ საკვირაო სკოლებთან და კულტურის ცენტრებთან 10 წლიანი თანამშრომლობის შედეგად  ჩვენ კარგად ვიცით თქვენს წინაშე არსებული გამოწვევები:

  • როგორ ვუქციოთ ქართულ თავგადასავლად ანბანის დასწავლა ქართულის არმცოდნე ან ნაკლებადმცოდნე მოზარდებს;
  • როგორ გავუცოცოხლოთ ზღაპრული ამბები თამარ მეფისა თუ მეფე ერეკლეს ხელნაწერებიდან;
  • როგორ დაუმეგობრდნენ ანბანის 33 ასოს თამაშებითა და ვიდეორესურსებით…

საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის მიერ, სპეციალურად უცხოეთში მცხოვრები პედაგოგებისთვის შემუშავებულ ტრენინგკურსზე თქვენ აღმოაჩენთ, მიღებული ცოდნა როგორ გეხმარებათ ყველა ამ მიზნის მიღწევაში.

სამშობლოდან შორს მყოფი მისწავლეებისათვის სწავლა-სწავლების თავგადასავლად ქცევა ჩვენთვის მთავარი გამოწვევაა. კალიგრაფიის ხელოვნებასთან ერთად მართლაც თავგადასავალია ასწავლო არაერთი მიმართულება: ქართული თუ ისტორია, სახვითი ხელოვნება თუ მუსიკა…

  • ონლაინ ტრენინგკურსის დასასრულს გაიცემა სერტიფიკატი!
  • ჩატარების ფორმატი – ონლაინ Google Meets-ის პლატფორმა.
  • ონლაინ ტრენინგკურსის დაწყების თარიღი – 28 ოქტომბერი (სამშაბათი). გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორი დღე, ორშაბათს და ოთხშაბათს.
  • კურსის პერიოდულობა: ტრენინგები ჩატარდება კვირაში ერთხელ, სამშაბათობით.
  • დაწყების დრო – 23:00 (საქართველოს დროით).
  • შეხვედრის ხანგრძლივობა – 1.5 საათი.
  • კურსი მოიცავს 15 ონლაინ შეხვედრას. გათვალისწინებულია პრაქტიკული და თეორიული სწავლება, სგანგებოდ შექმნილი სასწავლო რესურსებით.
  • კურსს გაუძღვება ნესტან ბაგაური – საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის დირექტორი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო და საგამოფენო პროგრამების ხელმძღვანელი, ისტორიკოსი.
  • კურსის სრული ღირებულება 160 €.

რეგისტრაცია

მასწავლებლები ემიგრაცია