Skip to content

ევროპული კალიგრაფიის კურსი გთავაზობთ მოგზაურობას წერის ხელოვნების 2000-წლიან ისტორიაში. დაეუფლებით ევროპული კალიგრაფიული მემკვიდრეობის მთავარ სტილებს ბერძნულ, ლათინურ და კირილურ დამწერლობებში. შეისწავლით სხვადასხვა მასალასთან და იარაღებთან მუშაობის ტექნიკას, ასოების ანატომიას და სრულყოფილი კომპოზიციის შექმნას. კურსის ბოლოს კი შეძლებთ არა მხოლოდ ლამაზი ასოების წერას, არამედ საკუთარი უნიკალური სტილის შექმნასაც.

  • მასწავლებელი: დავით მაისურაძე
  • კურსი 8 ნოემბერს დაიწყება.
  • კურსის ხანგრძლივობა: 12 გაკვეთილი, 3 თვე
  • გაკვეთილები ტარდება შაბათობით, 18:00 საათზე.
  • მისამართი: თბილისი, ჯორჯაძის ქ. 5ა
  • გაკვეთილების ხანგრძლივობა: 2 საათი.
  • წინაპირობები: კურსი გათვლილია ზრდასრულებზე, რომლებიც საუბრობენ ქართულ ენაზე.
  • კურსის ღირებულება: თვეში 200 ლარი (ჯამში 600 ლარი). ღირებულება მოიცავს აუცილებელ მასალას.

კურსი მოიცავს:

  • კალიგრაფიული მასალისა და იარაღების დაუფლებას;
  • ლათინურ დამწერლობებს: მონუმენტური მთავრულებს (Capitalis Monumentalis), უნციალს (Uncial), კაროლინგურ მინუსკულს, გოტიკას, იტალიკს, კოპერპლეიტს;
  • ბერძნულ დამწერლობებს: ანტიკურ ბერძნულს, უნციალს, ბიზანტიურ და გვიანდელ მინუსკულს;
  • კირილურ დამწერლობებს: უსტავს, ვიაზს;
  • თანამედროვე კალიგრაფიულ სტილებს;
  • ტრადიციულ და თანამედროვე კომპოზიციას.

რეგისტრაცია

ლათინური