Skip to content

შრიფტის დიზაინის კურსის მიზანია, მონაწილეებს მისცეს საბაზისო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ტიპოგრაფიული უნარების განსავითარებლად. კურსი მოიცავს დიზაინის ძირითადი პრინციპების საფუძვლებს, ლიტერების გრაფიკულად აგების, შრიფტისა და ფონტის სტრუქტურისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესწავლას.

კურსის მონაწილეები შექმნიან ტექნიკურად და ვიზუალურად გამართულ შრიფტს/ფონტს. მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

გთავაზობთ სამ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ჯგუფს, რომელთაც აერთიანებთ მიზანი, თუმცა განსხვავდებიან მიდგომის, ფორმატის, შეხვედრების დროისა და გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფის მიხედვით. შეარჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ჯგუფი, გრაფიკი და ფორმატი:

ᲓᲐᲕᲘᲗ ᲛᲐᲘᲡᲣᲠᲐᲫᲔ

15 ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲐ

ჰიბრიდული ფორმატი

კვირაში ორჯერ:
ოთხშაბათი, 19:00 საათი (ონლაინ)
შაბათი, 18:00 საათი (ფიზიკურად)

პროგრამა: FontLab (Windows)

1500 ₾

ᲐᲜᲐ ᲡᲐᲜᲘᲙᲘᲫᲔ

12 ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲐ

ჰიბრიდული ფორმატი: შეხვედრათა ნაწილი ონლაინ, ნაწილი კი ფიზიკურად

კვირაში ერთხელ:
ხუთშაბათი, 19:00 საათი

პროგრამა: Glyphs (Mac)

1500 ₾

ᲐᲚᲔᲥᲡᲐᲜᲓᲠᲔ ᲩᲐᲠᲙᲕᲘᲐᲜᲘ

15 ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲐ

ფიზიკური შეხვედრების ფორმატი
(ფოკუსი პრაქტიკაზე)

კვირაში ორჯერ:
ორშაბათი, 19:30 საათი
ხუთშაბათი, 19:30 საათი

პროგრამა: Glyphs (Mac)

1500 ₾