რუსთაველის გამზირი ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან ახლოს, ჯორჯაძის ქუჩაზე ესტუმრეთ კალიგრაფიის საშობაო სახელოსნოს!
მასტერკლასებს უძღვება პროფესიონალ კალიგრაფთა გუნდი: დავით მაისურაძე, გიორგი სისაური, ანა გოქაძე, ანა მჭედლიძე, ლეილა ბაღბაია, ნინი იკაშვილი, მარიამ ტეფნაძე, ირაკლი კიკნაძე, ნესტან ბაგაური.
მასტერკლასის ღირებულება: 25 ლარი (1 პერსონისათვის); სასკოლო ჯგუფების შემთხვევაში: მასწავლებელი არ იხდის საფასურს.
გელოდებათ საჩუქრები სიურპრიზები და დაუვიწყარი საშობაო, კალიგრაფიული თავგადასავალი!
მისამართი: არჩილ ჯორჯაძის 5ა (ქაშუეთის ეკლესიასთან), საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია.