შუამდინარული კულტურის მოყვარულებს ლურსმული კალიგრაფიის კურსს ვთავაზობთ. თქვენ გელოდებათ მოგზაურობა 3000 წლის წინანდელ სამყაროში, მსოფლიოს უძველესი დამწერლობით ნამდვილი თიხის ფირფიტებზე გადაწერთ შუმერულ, ბაბილონურ, აქადურ და ურარტულ ტექსტებს.
- კურსი მოიცავს 3 გაკვეთილს:
- 10, 11, 12 ოქტომბერი
- ზრდასრულებისთვის და ბავშვებისთვის: 19:00 საათი (ხანგრძლივობა: ორი საათი)
- კურსს გაუძღვება კალიგრაფი დავით მაისურაძე.
- მისამართი: თბილისი, არჩილ ჯორჯაძის ქ. 5ა.
- ფასი: 180 ლარი (ფასი მოიცავს ყველა საჭირო მასალას).
- კურსზე რეგისტრაცია შეუძლიათ ზრდასრულებს და ბავშვებს 15 წლის ზევით.
