
დავით მაისურაძის საავტორო კურსი კალიგრაფიაში გთავაზობთ მოგზაურობას ქართული დამწერლობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. დაეუფლებით სამივე დამწერლობის, ასომთავრულის, ნუსხურისა და მხედრულის მრავალ სახეობას. შეისწავლით სხვადასხვა მასალასთან და იარაღებთან მუშაობის ტექნიკას, ასოების ანატომიას და სრულყოფილი კომპოზიციის შექმნას. კურსის ბოლოს კი შეძლებთ არა მხოლოდ ლამაზი ასოების წერას, არამედ საკუთარი უნიკალური სტილის შექმნასაც.
- მასწავლებელი: დავით მაისურაძე
- კურსი 14 თებერვალს დაიწყება.
- კურსის ხანგრძლივობა: 4 თვე, 15 გაკვეთილი + გამოფენა
- ჯგუფები:
- შაბათი, 15:00 საათი.
- ხუთშაბათი, 19:00 საათი.
- მისამართი: თბილისი, ჯორჯაძის ქ. 5ა
- გაკვეთილების ხანგრძლივობა: 2 აკადემიური საათი.
- წინაპირობები: კურსი გათვლილია ზრდასრულებზე, რომლებიც საუბრობენ ქართულ ენაზე.
- კურსის ღირებულება: თვეში 200 ლარი (ჯამში 800 ლარი). ღირებულება მოიცავს აუცილებელ მასალას.
კურსი მოიცავს:
- კალიგრაფიული მასალისა და იარაღების დაუფლებას;
- ქართულ დამწერლობებს: ასომთავრულს, ნუსხურსა და მხედრულს, მათ გარდამავალ და ქვესახეობებს;
- ტრადიციულ და თანამედროვე კომპოზიციას;
- ტრადიციულ და თანამედროვე ტექნიკას;
- თეორიულ მასალას.