Skip to content

მოხატული ასოების კურსი გთავაზობთ თანამედროვე 7 კალიგრაფის 14 გაკვეთილს და გიწვევთ ქართული ანბანის გამშვენებისა და დეკორაციის ხელოვნების სამყაროში! კურსის განმავლობაში შევეხებით ათამდე განსხვავებულ სტილსა და ტექნიკას, ანბანის გამშვენების ტრადიციულ სტილებს, რომლებიც გვხვდება მეფე თამარის კუთვნილ ხელნაწერსა თუ აფხაზეთში 1300 წელს შექმნილ „მოქვის სახარებაში“; გეომეტრიულ სიმეტრიასა და სრულყოფილ ფორმებს; ფურცლოვან ოქროსა და ფერების სიუხვეს; ევროპული სტილი საზედაო ასოებისა და ინიციალების გაფორმებაში; ჰერბარიუმით გაცოცხლებულ ანბანს – ანბანის ენით ამეტყველებულ ნამდვილი ყვავილების ფურცლებს; გოტიკას ქართულ ანბანში და სხვ.

  • მასწავლებლები: ნესტან ბაგაური (კურსის ხელმძღვანელი), ანა გოქაძე, დავით მაისურაძე, თეონა მაისურაძე, რუსა მაისურაძე, ანა მჭედლიძე, გიორგი სისაური, მარიამ ტეფნაძე
  • კურსი 22 მარტს დაიწყება.
  • კურსის ხანგრძლივობა: 4 თვე, 14 გაკვეთილი + გამოფენა
  • დრო: კვირა, 15:00 საათი.
  • მისამართი: Tbilisi, Jorjadze Str. 5a
  • გაკვეთილების ხანგრძლივობა: 2 აკადემიური საათი.
  • წინაპირობები: კურსი გათვლილია ზრდასრულებზე, რომლებიც საუბრობენ ქართულ ენაზე.
  • კურსის ღირებულება: თვეში 200 ლარი (ჯამში 800 ლარი). ღირებულება მოიცავს აუცილებელ მასალას.

Registration

მოხატული ასოები