შპს კალიგრაფიის ხელოვნება (ს/კ 406444101) ფლობს და მართავს ონლაინმაღაზია „კალამს“, რომელიც ვებგვერდების მეშვეობით მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახის პროდუქციას.
ონლაინმაღაზია „კალამი“ (შემდგომში „კალამი“) და მისი მომხმარებელი ერთობლივად მოიხსენებიან, როგორც მხარეები და ცალ-ცალკე, როგორც მხარე. მხარეები ადასტურებენ თავიანთ უფლებაუნარიანობას და ქმედუნარიანობას, იკისრონ ვალდებულებები და თანხმდებიან შემდეგზე:
შეკვეთა / შეძენა
- მომხმარებელს ნივთის შეძენა შეუძლია როგორც საბანკო გადარიცხვით, ისე ბარათით ონლაინგადახდის მეშვეობით.
- საბანკო გადარიცხვის მეთოდით შეძენის შემთხვევაში, გადარიცხვა ხდება შეკვეთის გაფორმებისას მითითებულ ანგარიშზე. დანიშნულებაში უნდა მიეთითოს შეკვეთის ID.
შეკვეთის დამუშავება და მიწოდება
- „კალამი“ საბანკო ანგარიშზე მომხმარებლის მიერ თანხის გადახდიდან ან ბარათით ონლაინგადახდიდან არაუმეტეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის შეკვეთის დამუშავება. ნივთის მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეკვეთის დამუშავებიდან 10 სამუშაო დღეს.
- მომსახურება დასრულებულად ითვლება ნივთის მომხმარებლისთვის ჩაბარებისთანავე. მიწოდება ხდება გადამზიდავი კომპანიის საშუალებით, რომელთანაც „კალამს“ დადებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება. მიწოდება ხდება საქართველოს მასშტაბით. მიწოდების ტარიფი დამოკიდებულია რეგიონზე და მკაფიოდაა მითითებული შეკვეთის ანგარიშის გვერდზე.
- ტრანსპორტირების დროს ნივთის დაზიანებისა თუ დაღუპვის შემთხვევაში „კალამი“ მომხმარებლის დავალებით, მიმართავს გადამზიდ კომპანიას და ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით მოსთხოვს ზიანის ანაზღაურებას. აღნიშნული არ ართმევს მომხმარებელს უფლებას, პირადად აწარმოოს დავა გადამზიდ კომპანიასთან.
- მოთხოვნის შემთხვევაში „კალამი“ გადასცემს მომხმარებელს შეკვეთასთან დაკავშირებულ ყველა აუცილებელ საბუთს.
შეკვეთის გაუქმება
- შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია მხარეთა შეთანხმებით, შეკვეთის გაფორმებიდან დაუყოვნებლივ.
- შეკვეთის ცალმხრივად გაუქმება დაუშვებელია პატივსადები გარემოების გარეშე. პატივსადებად ითვლება მარაგის ამოწურვა, ობიექტური გარემოებების გამო მიწოდების შეუძლებლობა ან ისეთი გარემოება, რაც საქართველოს კანონმდებლობით იწვევს გარიგების ბათილობას.
- შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში მომხმარებელს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი თანხა. ასევე მომხმარებელმა უნდა დააბრუნოს ყველაფერი, რაც შეკვეთის შედეგად მიიღო. თუ შეკვეთის გაუქმება ხდება მომხმარებლის ინიციატივით, მან უნდა აანაზღაუროს ყველა სახის ხარჯი, რომელიც „კალამმა“ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიზნით გასწია.
- მხარეები ერთმანეთს უბრუნებენ მიღებულს შეკვეთის გაუქმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
ნაკლიანი ნივთის უკან დაბრუნება
- თუ გაყიდული ნივთი ნაკლიანი აღმოჩნდება, „კალამი“ ვალდებულია, გამოასწოროს ნაკლი ან შეცვალოს ნივთი გონივრულ ვადაში. თუ ნაკლის გამოსწორება ან ნივთის შეცვლა შეუძლებელია ამ ვადაში, მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს ფასის პროპორციულად შემცირება. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან შემცირებულ ფასზე, ნივთი უკან ბრუნდება. მომხმარებელს კი უბრუნდება გადახდილი თანხა.
- ნაკლის გამოსწორების ან ნივთის შეცვლის ხარჯებს „კალამი“ დაფარავს. „კალამს“ თავიდანვე შეუძლია უარი თქვას როგორც ნაკლის გამოსწორებაზე, ასევე ნივთის შეცვლაზე, თუ ეს მოითხოვს არაგონივრულ ხარჯებს.
- ნივთი უნაკლოდ ითვლება, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისა ან ვარგისია ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ნივთი უნაკლოდ ითვლება მაშინაც, თუ საიტზე განთავსებული ინფორმაციის საშუალებით საშუალო სტატისტიკურ მომხმარებელს შეუძლია, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ამოიცნოს მისი ხარისხი.
მხარეთა პასუხისმგებლობა
- თითოეულ მხარეს უფლება აქვს, მოსთხოვოს მეორე მხარეს ნაკისრ ვალდებულებათა სრული, ჯეროვანი და კეთილსინდისიერი შესრულება.
- მხარეები იღებენ ვალდებულებას, აუნაზღაურონ ერთმანეთს ნაკისრ ვალდებულებათა სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ზიანის ანაზღაურება მხარეებს არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან.
დაუძლეველი ძალა
- არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს ნაკისრი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისთვის, თუ ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა გამოწვეულია მხარის ბრალეული ქმედებისაგან დამოუკიდებლად, მაგალითად, სტიქიური და ტექნოლოგიური კატასტროფებით, ხანძრით, საომარი მოქმედებით, სამთავრობო გადაწყვეტილებებით და ეს მოვლენები დაიწყო ან განვითარდა შეკვეთის შეძენის შემდეგ.
- თუ ჩამოთვლილი გარემოებებიდან რომელიმე მოქმედებს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების წინამდებარე სამომხმარებლო წესებისა და პირობებით განსაზღვრული შესრულების ვადაზე, ეს ვადა გაგრძელდება დაუძლეველი ძალის გარემოების მოქმედების ხანგრძლივობის შესაბამისად.
- მხარე, რომელსაც წამოეჭრა დაუძლეველი ძალის გარემოება, ვალდებულია ასეთი გარემოების, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და შეწყვეტის შესახებ შეატყობინოს მეორე მხარეს.
- შეტყობინებაში ასახული ფაქტების დადასტურება ევალება მხარეს, რომელსაც დაუძლეველი ძალის გარემოება წამოეჭრა.
- არშეტყობინება ან დაგვიანებით შეტყობინება უფლებას ართმევს მხარეს, გამოიყენოს ზემოთ მოყვანილი დაუძლეველი ძალის მოვლენები პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძვლად.
პირადი მონაცემები
„კალამი“ საიტის ბაზაში ან მომხმარებელთან პირდაპირი სატელეფონო კომუნიკაციის დროს ინახავს თქვენს მონაცემებს; კერძოდ, სახელსა და გვარს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, ელ-ფოსტას, მისამართს. ეს მონაცემები ინახება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაცულ სერვერზე და ამ მხრივ მომხმარებელს შეუძლია თავი სრულიად უსაფრთხოდ იგრძნოს. არცერთი მესამე მხარისთვის რომელიმე ამ ინფორმაციის გადაცემა არ ხდება არანაირი მიზნით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მომხმარებელი წესებთან და პირობებთან დათანხმებით იღებს პასუხისმგებლობას, რომ არ იყენებს ბოროტად სხვა ადამიანის პირად მონაცემებს და კეთილსინდისიერად უდგება „კალამთან“ ურთიერთობას პირადი მონაცემების გაზიარების დროს.
წესებისა და პირობების შეცვლის შემთხვევაში, „კალამი“ ვალდებულია განაახლოს საიტზე შესაბამისი მონაცემები და ამის შესახებ გონივრულ ვადაში აცნობოს იმ მომხმარებელს, რომელთან ურთიერთობაშიც რომელიმე მხარის სახელშეკრულებო ვალდებულებები ბოლომდე არ შესრულებულა.
საბარათე მონაცემები
პროდუქციის ბარათით ყიდვის დროს „კალამი“ არ ინახავს თქვენს საბარათე მონაცემებს. ის გამისამართებთ „თიბისი ბანკის“ მიერ მხარდაჭერილ სპეციალურ გვერდზე, რომელიც იყენებს დაცულ სერვერსა და გადახდის მოდულს.
კონფიდენციალურობა
„კალამსა“ და მომხმარებელს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა კონფიდენციალურია და დაკავშირებული ყოველგვარი ინფორმაცია მესამე პირ(ებ)ს გადაეცემა(თ) მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, მხარეთა მიერ წერილობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამასთან აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება:
- იმ ინფორმაციას, რომელიც არის ან გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი მხარეთაგან დამოუკიდებლად.
- ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაზეც მხარეები წერილობით შეთანხმდებიან.
- ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც მოხდება რომელიმე მხარის მიერ კანონმდებლობისა და/ან შესაბამისი რეგულაციების მოთხოვნათა შესაბამისად.
მომხმარებელი წინამდებარე წესებისა და პირობებზე თანხმობით უფლებას აძლევს „კალამს“ ურთიერთანამშრომლობის ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია გამოიყენოს სტატისტიკური და ანალიტიკური მიზნით.
პრეტენზიები და დავები
მხარეები აღნიშნავენ, რომ ეცდებიან ურთიერთნამშრომლობის ეტაპზე წარმოქმნილი ყოველგვარი დავის ან კონფლიქტის თავიდან აცილებას, ხოლო უთანხმოებათა გადაწყვეტას უზრუნველყოფენ ურთიერთმოლაპარაკების გზით.
კონსენსუსის მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა გადაწყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დამატებითი პირობები
ის ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდება წინამდებარე სამომხმარებლო წესებითა და პირობებით, წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დადგენილი სამომხმარებლო წესებისა და პირობების რომელიმე მუხლის, პუნქტის, ქვეპუნქტის, დათქმის, წინადადების ბათილობა არ იწვევს სამომხმარებლო წესებისა და პირობების სრულად ბათილობას.