ღვინო, მუსიკა, კალიგრაფია
მუსიკა და კალიგრაფია – ეს ჩვენი კიდევ ერთი შეთავაზებაა. საქართველოში ყველას უყვარს მუსიკა… ქართულ ანბანს კი თავისი განუმეორებელი მუსიკა დაჰყვება…
მასტერკლასებს გაუძღვება კალიგრაფი და პიანისტი ნინი იკაშვილი. ეს ის უნიკალური შემთხვევაა, როდესაც სანოტო ხაზებზე კალმით გააცოცხლებთ ნოტებს, რომელსაც შეერწყმება თქვენი ხელით მოქარგული ქართულ ანბანი.
თავგადასავალი ნინი იკაშვილთან ერთად – სულ 3 შეხვედრა და თქვენი საყვარელი მელოდიის ლამაზ მონაკვეთს კალმითა და მელნით გააცოცხლებთ, ნოტებად და ტექსტად.
გელით! შემოგვიერთდით კალმისა და ჰანგის მოგზაურობაში, რომელიც ჯერ არავის გადახდენია თავს!
- კურსი მოიცავს 3 გაკვეთილს:
- 18, 21, 22 ოქტომბერი
- 19:00 საათი (ხანგრძლივობა: ორი საათი)
- კურსს გაუძღვება კალიგრაფი ნინი იკაშვილი.
- ფასი: 180 ლარი (ფასი მოიცავს ყველა საჭირო მასალას).
- კურსზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ მსურველს.