ძველი ქართული კალიგრაფიის ექსპრესკურსი
ასოციაცია გთავაზობთ ძველი ქართული კალიგრაფიის მოკლე კურსს. ამ კურსის ფარგლებში მსურველები დაეუფლებიან ასომთავრულისა და ნუსხური დამწერლობის საფუძვლებს, ძველი ქართული უნიკალური ხელნაწერების მიხედვით.
- კურსი მოიცავს 3 გაკვეთილს:
- ბავშვებისთვის: 14:00 საათი (ხანგრძლივობა: ორი საათი)
- ზრდასრულებისთვის: 18:00 საათი (ხანგრძლივობა: ორი საათი)
- კურსს გაუძღვება კალიგრაფი დავით მაისურაძე.
- ფასი: 100 ლარი (ფასი მოიცავს ყველა საჭირო მასალას).
- კურსზე რეგისტრაცია შეუძლიათ ზრდასრულებს და ბავშვებს 15 წლის ზევით.