Skip to content

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ეს გვერდი არის ნაწილი ჩვენი წესებისა და პირობებისა.

კომენტარები რეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემები

თუ საიტის ვიზიტორი დატოვებს კომენტარს საიტზე ან დარეგისტრირდება, ჩვენ შევაგროვებთ მის მიერ გაზიარებულ მონაცემებს, აგრეთვე IP-მისამართს და ბრაუზერის user-agent-ის მონაცემებს, სპამის გამოვლენის მიზნით.

პირადი მონაცემები პროდუქციის შეძენისას

„კალამი“ საიტის ბაზაში ან მომხმარებელთან პირდაპირი სატელეფონო კომუნიკაციის დროს ინახავს თქვენს მონაცემებს; კერძოდ, სახელსა და გვარს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, ელ-ფოსტას, მისამართს. ეს მონაცემები ინახება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაცულ სერვერზე და ამ მხრივ მომხმარებელს შეუძლია თავი სრულიად უსაფრთხოდ იგრძნოს. არცერთი მესამე მხარისთვის რომელიმე ამ ინფორმაციის გადაცემა არ ხდება არანაირი მიზნით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მომხმარებელი წესებთან და პირობებთან დათანხმებით იღებს პასუხისმგებლობას, რომ არ იყენებს ბოროტად სხვა ადამიანის პირად მონაცემებს და კეთილსინდისიერად უდგება „კალამთან“ ურთიერთობას პირადი მონაცემების გაზიარების დროს.

წესებისა და პირობების შეცვლის შემთხვევაში, „კალამი“ ვალდებულია განაახლოს საიტზე შესაბამისი მონაცემები და ამის შესახებ გონივრულ ვადაში აცნობოს იმ მომხმარებელს, რომელთან ურთიერთობაშიც რომელიმე მხარის სახელშეკრულებო ვალდებულებები ბოლომდე არ შესრულებულა.

საბარათე მონაცემები

პროდუქციის ბარათით ყიდვის დროს „კალამი“ არ ინახავს თქვენს საბარათე მონაცემებს. ის გამისამართებთ „თიბისი ბანკის“ მიერ მხარდაჭერილ სპეციალურ გვერდზე, რომელიც იყენებს დაცულ სერვერსა და გადახდის მოდულს. 

კონფიდენციალურობა

„კალამსა“ და მომხმარებელს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა კონფიდენციალურია და დაკავშირებული ყოველგვარი ინფორმაცია მესამე პირ(ებ)ს გადაეცემა(თ) მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, მხარეთა მიერ წერილობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამასთან აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება:

  • იმ ინფორმაციას, რომელიც არის ან გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი მხარეთაგან დამოუკიდებლად.
  • ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაზეც მხარეები წერილობით შეთანხმდებიან.
  • ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც მოხდება რომელიმე მხარის მიერ კანონმდებლობისა და/ან შესაბამისი რეგულაციების მოთხოვნათა შესაბამისად.

მომხმარებელი წინამდებარე წესებისა და პირობებზე თანხმობით უფლებას აძლევს „კალამს“ ურთიერთანამშრომლობის ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია გამოიყენოს სტატისტიკური და ანალიტიკური მიზნით.