- მასწავლებელი: მანანა აბზიანიძე
- ჯგუფში მოსწავლეების რაოდენობა: 10 (ადგილები შეზღუდულია)
- გაკვეთილის ხანგრძლივობა: 2 აკადემიური საათი, გაკვეთილები ტარდება კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით
- კურსის ხანგრძლივობა: ერთი თვე, 4 შეხვედრა
- წინაპირობა: კურსის მონაწილეს უნდა შეეძლოს ხელით კერვა
- მდებარეობა: თბილისი, ჯორჯაძის 5ა.
- ღირებულება: 150 ლარი. ღირებულება მოიცავს საბაზისო მასალას.
სასწავლო პროგრამა მოიცავს
კურსის მონაწილეები ტრადიციული მეთოდით შეკერავენ ერთ საერთო რანერის ტიპის გადასაფარებელს, ასევე ჭიქის დასადებს, რომელსაც თან წაიღებენ. პატარ-პატარა ფერადი ქსოვილების გადაკერებითა და დაკერებით საინტერესო და ლამაზი ნივთები მზადდება. კერვის ეს მეთოდი მრავალფეროვანია, ძველად მას საქართველოში „ჩანაჭრულს“ უწოდებდნენ, დღეს კი ცნობილია „ქვილთის“ სახელით.
საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია გთავაზობთ ორი ძველი და ტრადიციული ხელოვნების, კალიგრაფიისა და ჩანაჭრულის გაერთიანებას, რაც გულისხმობს ანბანის გამოყენებით აქსესუარების შექმნას.
კურსს გაუძღვება დიზაინერი (მეთოჯინე) მანანა აბზიანიძე, რომელიც უკვე მრავალი წელია მუშაობს ჩანაჭრულის ტექნოლოგიით. იგი არის ქართული ტექსტილის ჯგუფის GTG წევრი ტრადიციული ხალხური რეწვის განხრით. აქვს მრავალწლიანი (25 წელზე მეტი) გამოცდილება ჩანაჭრულის სწავლების მიმართულებით და მონაწილეობა მიუღია არაერთ საერთაშორისო პროექტში.