Skip to content

სისაურის საავტორო კურსი

სისაურის საავტორო კურსი შედგება სამი ეტაპისაგან. ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

I ეტაპი: კალიგრაფია

  • მასწავლებელი: გიორგი სისაური
  • კურსის ხანგრძლივობა: 32 საათი, 15 გაკვეთილი, 4 თვე (პირველი გაკვეთილი: 10 მარტი)
  • ჯგუფში მოსწავლეების რაოდენობა: 10 (ადგილები შეზღუდულია)
  • გაკვეთილების ხანგრძლივობა: 2 სალექციო საათი.
  • გაკვეთილები ტარდება კვირას, 15:00 საათზე.
  • მდებარეობა: თბილისი, ჯორჯაძის ქ. 5ა.
  • წინაპირობები: კურსი გათვლილია ზრდასრულებზე, რომლებიც საუბრობენ ქართულ ენაზე და შეუძლიათ ქართულად წერა.
  • კურსის ღირებულება: თვეში 200 ლარი. ღირებულება მოიცავს აუცილებელ მასალას.

პირველი ეტაპის ფარგლებში მსურველი ისწავლის სამივე დამწერლობის სახეობას, ასომთავრულს, ნუსხურსა და მხედრულს; გადაბმების ჯგუფებს. ძირითადი მიმართულება იქნება კლასიკური კალიგრაფია.

II ეტაპი: ინიციალები, საზედაო ასოები

  • მასწავლებელი: გიორგი სისაური
  • კურსის ხანგრძლივობა: 10 გაკვეთილი
  • ჯგუფში მოსწავლეების რაოდენობა: 10 (ადგილები შეზღუდულია)
  • გაკვეთილების ხანგრძლივობა: 2 საათი.
  • მდებარეობა: თბილისი, ჯორჯაძის ქ. 5ა.
  • კურსის ღირებულება: თვეში 200 ლარი.

მეორე ეტაპის ფარგლებში მსურველები შეისწავლიან საზედაო ასოს ნახაზის აგებას, ხაზვას, პროპორციებს, ინიციალის მოოქროვების ტექნიკას და ამასთან დაკავშირებულ ყველა ნიუანსს.

III ეტაპი: ილუმინაცია და დეკორი

  • მასწავლებელი: გიორგი სისაური
  • კურსის ხანგრძლივობა: 10 გაკვეთილი
  • ჯგუფში მოსწავლეების რაოდენობა: 10 (ადგილები შეზღუდულია)
  • გაკვეთილების ხანგრძლივობა: 2 საათი.
  • მდებარეობა: თბილისი, ჯორჯაძის ქ. 5ა.
  • კურსის ღირებულება: თვეში 250 ლარი.

მესამე ეტაპი მოიცავს ხელნაწერი გვერდის ილუმინაციას (მოხატულობას). ამ კურსის ფარგლებში მსურველები შეისწავლიან ხელაწერი წიგნის დეკორაციის ტიპებს, მათ აგებასა და კომპოზიციურ მთლიანობასთან მორგებას.