
საზაფხულო მასტერკლასები
ზაფხული მოგზაურობისათვის საუკეთესო დროა, მაგრამ თუ ჯერ ვერ გადიხართ ქალაქიდან, კალიგრაფთა ასოციაცია კალიგრაფიის სამყაროში სამოგზაუროდ გიწვევთ.
კალიგრაფიის საზაფხულო მასტერკლასები მოქმედებს 1 ივლისიდან მთელი ზაფხულის განმავლობაში და მორგებულია თქვენი და ბავშვის საზაფხულო გრაფიკსა და სურვილებზე. ნებისმიერ დღეს (შაბათ-კვირის გარდა) შეგიძლიათ, მოიყვანოთ თქვენი პატარა და აზიაროთ კალიგრაფიის მაგიას. ანაზღაურება ხდება გაკვეთილის შემდეგ; ნებისმიერ დროს შესაძლებელია შემოგვიერთდეთ ან შეწყვიტოთ მონაწილეობა მასტერკლასებში.
- ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა, 12:00 საათზე.
- მოსწავლე შესაძლებელია დაესწროს როგორც ერთ, ისე რამდენიმე მასტერკლასს მთელი ზაფხულის განმავლობაში.
- მასტერკლასის ხანგრძლივობა: ორი საათი.
- ფასი: 1 ვიზიტი – 30 ლარი. 4 ვიზიტი ერთი თვის ფარგლებში – 100 ლარი. ორი ან მეტი ბავშვის რეგისტრაციის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება.
- ასაკი: 7 წლიდან ზევით.
საფასურში შედის მასტერკლასისთვის საჭირო მასალა.