
საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის მიერ, სპეციალურად პედაგოგებისთვის შემუშავებულ ტრენინგკურსზე მასწავლებლები აღმოაჩენენ, რომ მიღებული ცოდნა დაეხმარებათ მეტი შემოქმედებითობით მიაღწიონ ეროვნული სასწავლო გეგმისა და საგნობრივი სტანდარტების მიხედვით დასახულ მიზნებს.
სწავლა-სწავლების თავგადასავლად ქცევა ჩვენთვის მთავარი გამოწვევაა. კალიგრაფიის ხელოვნებასთან ერთად მართლაც თავგადასავალია ასწავლო არაერთი საგანი: ქართული, ისტორია, ხელოვნება, სამოქალაქო განათლება, ბუნებისმეტყველება და ამასთან ერთად გქონდეს შესაძლებლობა თავადაც გააზიარო უნიკალური ცოდნა.
ონლაინ ტრენინგკურსის დასასრულს გაიცემა სერტიფიკატი!
ტრენინგკურსში მონაწილეობის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე:
- ჩატარების ფორმატი – ონლაინ Google Meets-ის პლატფორმა
- ონლაინ ტრენინგკურსის დაწყების თარიღი – 5 ოქტომბერი (ორშაბათი). გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორი დღე, ორშაბათს და ოთხშაბათს.
- დაწყების დრო – 21:00
- შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 საგაკვეთილო საათი
- კურსი მოიცავს 7 ონლაინ შეხვედრას და ერთ პრაქტიკულ გაკვეთილს (მის. საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია, არჩილ ჯორჯაძის 5ა, თბილისი, საქართველო)
სერტიფიკატის აღების წინაპირობა სასწავლო რესურსის მომზადებაა.
კურსს გაუძღვება ნესტან ბაგაური – საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის დირექტორი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო და საგამოფენო პროგრამების ხელმძღვანელი, ისტორიკოსი.
კურსის სრული ღირებულება 160 ლარი, რომელიც მოიცავს:
- 7 ონლაინ შეხვედრას;
- ერთ პრაქტიკულ გაკვეთილს;
- თქვენ მიერ სასწავლო რესურსის შექმნისთვის საჭირო ტექსტუალურ და ვიზუალურ მასალას;
- კალიგრაფიული ხელსაწყოების ინდივიდუალურ ნაკრებს (გადმოგეცემათ კურსის დასრულების შემდეგ).
