სისაურის საავტორო კურსი შედგება სამი ეტაპისაგან. ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
I ეტაპი: კალიგრაფია
- მასწავლებელი: გიორგი სისაური
- კურსის ხანგრძლივობა: 32 საათი, 15 გაკვეთილი, 4 თვე (პირველი გაკვეთილი: 10 მარტი)
- ჯგუფში მოსწავლეების რაოდენობა: 10 (ადგილები შეზღუდულია)
- გაკვეთილების ხანგრძლივობა: 2 სალექციო საათი.
- გაკვეთილები ტარდება კვირას, 15:00 საათზე.
- მდებარეობა: თბილისი, ჯორჯაძის ქ. 5ა.
- წინაპირობები: კურსი გათვლილია ზრდასრულებზე, რომლებიც საუბრობენ ქართულ ენაზე და შეუძლიათ ქართულად წერა.
- კურსის ღირებულება: თვეში 200 ლარი. ღირებულება მოიცავს აუცილებელ მასალას.
პირველი ეტაპის ფარგლებში მსურველი ისწავლის სამივე დამწერლობის სახეობას, ასომთავრულს, ნუსხურსა და მხედრულს; გადაბმების ჯგუფებს. ძირითადი მიმართულება იქნება კლასიკური კალიგრაფია.
II ეტაპი: ინიციალები, საზედაო ასოები
- მასწავლებელი: გიორგი სისაური
- კურსის ხანგრძლივობა: 10 გაკვეთილი
- ჯგუფში მოსწავლეების რაოდენობა: 10 (ადგილები შეზღუდულია)
- გაკვეთილების ხანგრძლივობა: 2 საათი.
- მდებარეობა: თბილისი, ჯორჯაძის ქ. 5ა.
- კურსის ღირებულება: თვეში 200 ლარი.
მეორე ეტაპის ფარგლებში მსურველები შეისწავლიან საზედაო ასოს ნახაზის აგებას, ხაზვას, პროპორციებს, ინიციალის მოოქროვების ტექნიკას და ამასთან დაკავშირებულ ყველა ნიუანსს.
III ეტაპი: ილუმინაცია და დეკორი
- მასწავლებელი: გიორგი სისაური
- კურსის ხანგრძლივობა: 10 გაკვეთილი
- ჯგუფში მოსწავლეების რაოდენობა: 10 (ადგილები შეზღუდულია)
- გაკვეთილების ხანგრძლივობა: 2 საათი.
- მდებარეობა: თბილისი, ჯორჯაძის ქ. 5ა.
- კურსის ღირებულება: თვეში 250 ლარი.
მესამე ეტაპი მოიცავს ხელნაწერი გვერდის ილუმინაციას (მოხატულობას). ამ კურსის ფარგლებში მსურველები შეისწავლიან ხელაწერი წიგნის დეკორაციის ტიპებს, მათ აგებასა და კომპოზიციურ მთლიანობასთან მორგებას.